სამყაროში,როგორც მიკრო,ასევე მაკრო სხეულები მოძრაობენ და გარდაიქმნებიან,აისახებიან ერთიდან მეორე სახეში.როგორც ვიცით ცასა და დედამიწას შორის მოძრაობა ქაოსურია,ხოლო კოსმოსში-(ვარსკვლავთა,მზის,მთვარის ...)მოძრაობა მოწესრიგებულია.ციური სხეულები მოძრაობენ წრიულად და წინ.
პროექტის იდეაა დაინახონ მოსწავლეებმა თუ როგორი სახე აქვს მოძრაობას გეომეტრიაში.მოსწავლეები გამოიკვლევენ თითოეულ გეომეტრიულ გარდაქმნას(ღერძულ/ცენტრულ სიმეტრიებს,პარალელურ გადატანას,მობრუნებას,ჰომოთეტიას).გააანალიზებენ,დაახარისხებენ თვისებების მიხედვით,გამოიტანენ დასკვნებს.შეძლებენ მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას. (მაგ.შორეულ ან მიუდგომელ ობიექტამდე მანძილის ან ამ ობიექტის სიმაღლის გამოთვლას).
ქალბატონო ლეილა,თქვენმა იდეამ ძალიან დამაინტერესა
ОтветитьУдалить