четверг, 30 октября 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია


 დავამთავრეთ ინტელის ტრენინგები ,29 ოქტომბერს გვქონდა ჩვენი პროექტების პრეზენტაცია,მოვისმინე სარეკომენდაციო რჩევები,რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ შემდგომი მუშაობისას.ძალიან პროდუქტიული იყო ეს ტრენინგები ჩემთვის,რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ლალის.

четверг, 23 октября 2014 г.

მერვე დღის რეფლექსია



 გადავამოწმეთ ჩვენი ნამუშევრები.შევიტანეთ ცვლილებები. პორტპოლიოს პრეზენტაცია ავტვირთეთ  ინტერნეტ სივრცეში.

суббота, 18 октября 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია


 გავეცანით სწავლებაში დიფერეცირებულ მიდგომებს.შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების თვითშეფასების კითხვარი.გავეცანით სასწავლო პროცედურების პროექტის ნიმუშებს.დავიწყეთ მუშაობა პუნქტზე-სასწავლო პროცედურები.
მივიღეთ დავალება- წავიკითხოთ  ინტელის ბიბლიოთეკიდან VI  მოდული და სასწავლო პროცედურები დავასრულოთ.

четверг, 16 октября 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

 გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის  შეფასების რუბრიკებს. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩამატება. მივიღეთ დავალება ინტელის ბიბლიოთეკა გადავათვალიეროთ  და შევუსაბამოთ  ჩვენს პროექტს.

вторник, 14 октября 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია


      დავამთავრეთ შეფასების დროის ჩარჩოზე მუშაობა.ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის განთავსება.   გავეცანით პრეზენტაციას  საავტორო უფლებების შესახებ.ინტერნეტში მოვიძიეთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია და  შესაბამისი მისამართები ჩავწერეთ გამოყენებული ლიტერატურის ფორმატში.
მივიღეთ დავალება:მოვამზადოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და ავტვირთოთ ბლოგზე.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

воскресенье, 12 октября 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია



              გავიხსენეთ წინა დღის დავალებები.ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონში (ჩავწერე თემის იდეა,შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები).შევქმენით ახალი პოსტები:(მოსწავლის მიზნები და ამოცანები,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები).პორტფოლიოს პრეზენტაცია გადავიტანეთ ვირტუალურ დისკზე.მივიღეთ  დავალება: მოვიფიქროთ  რომელ სტრატეგიებს გამოვიყენებთ  პროექტის შეფასების ჩარჩოსთვის

პორტფოლიოს პრეზენტაცია

суббота, 11 октября 2014 г.

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

მათ. X12. მოსწავლეს შეუძლია სიბრტყეზე გეომეტრიული გარდაქმნების კვლევა  და მათი გამოყენება გეომეტრიული ამოცანების ამოხსნისას.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


ზოგადი კითხვა

v  როგორ დამეხმარება გეომეტრია სამყაროს შემეცნებაში?

თემატური კითხვები

ü  რამდენად მნიშვნელოვანია გეომეტრიული გარდაქმნების აღქმა?
ü  რაში ვიყენებთ გეომეტრიულ გარდაქმნებს?
ü  როგორ დაგეხმარებათ გეომეტრიული გარდაქმნების ცოდნა საჭირო ობიექტის კოორდინატების დადგენაში?


                                              შინაარსობრივი კითხვები

§  რა თვისება აქვს ღერძულ/ცენტრულ სიმეტრიულ წერტილებს?
§  უნარჩუნებს თუ არა გეომეტრიული გარდაქმნები ფიგურებს მის თვისებებს?




მოსწავლის მიზნები და ამოცანები

*მოსწავლეები შეძლებენ ორ წერტილს (ობიექტს ) შორის უმოკლესი მანძილის განსაზღვრას 
*მსგავსების გარდაქმნის (ჰომოთეტიის)თვისებების კვლევას და პრაქტიკაში გამოყენებას. მაგ(შორეულ ან მიუდგომელ ობიექტამდე მანძილის ან ამ ობიექტის სიმაღლის გამოთვლას).
*მოსწავლეები მოახდენენ  თავიანთი კვლევის შედეგების პრეზენტაციას 

მეორე დღის რეფლექსია




        განვიხილეთ მოფიქრებული იდეები.განვათავსეთ პროექტის იდეა ბლოგზე.გავაკეთეთ კომენტარები.გავაკეთეთ ბროშურას დიზაინი.გავაფორმეთ გარეკანი.მივიღეთ დავალება-მოვამზადოთ მასალა ბროშურისათვის,როგორ დაეხმარება პროექტებით სწავლება  სასწავლო პროცესს.

მესამე დღის რეფლექსია



         დავამთავრეთ ბროშურაზე მუშაობა.შევარჩიეთ პროექტის შესაბამისი სტანდარტის და ინდიკატორების რუბრიკა ეროვნული სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში.ვიმუშავეთ საკვანძო შეკითხვებზე.ვიმუშავეთპროექტის გეგმის შაბლონზე.